ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან 11 ახალია. ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით
თითქმის ყველა პაციენტი ახალგაზრდაა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტებს ჩაუტარდათ ლაბორატორიული და რენდგენოლოგიური კვლევები და მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღენიშნათ. დილით, 11 პაციენტთან ჩატარდება უკვე ხახის ნაცხის კვლევა.
რამდენიმე პირი იტალიიდანაა ჩამოსული. აღენიშნებათ ტემპერატურის მატება 37 გრადუსამდე, აქვთ მსუბუქად ყელის ტკივილი და მშრალი ხასიათის ხველა, სხვა სერიოზული ჩივილები კი არ უფიქსირდებათ.
ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ასევე დამაკმაყოფილებელია იმ პაციენტების მდგომარეობა, ვისაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.