ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს. ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბმა მორიგი სხდომა გამართა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ მოქმედების გეგმა გააცნო. ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბორჯომის ხეობაში გახსნილ საგანგებო შტაბთან აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან და დადგა იმის საჭიროება, რომ სამუშაოებში ორგანიზებული ცოცხალი ძალა ჩაერთოს.
იხილეთ: როგორ შედიან სამხედროები ბორჯომის ხეობაში? - ახალი კადრები სტიქიის ზონიდან