"ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ" ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დებულების თანახმად, სესხების გაცემის ვადები იცვლება. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე - 10 წელი წესდება, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად - 4 წელია განსაზღვრული.
აღნიშნული რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.