რა ვადით და მიზეზით გაუშვეს სასტუმრო ლეოგრანდის თანამშრომლები უფასო შვებულებაში - სასტუმროს თანამშრომლები კომენტარისგან თავს იკავებენ თუმცა აღნიშნავენ, რომ მათ მხოლოდ ნახევარი თვის ანაზღაურება აქვთ აღებული. თანამშრომლების ინფორმაციით, 23 იანვარს სასტუმროს მფლობელთან და გენერალურ დირექტორთან შეხვედრაა დაგეგმილი. სასტუმროს მეპატრონის ადვოკატი შვებულებების მიზეზად ტრაგედიის შემდეგ სასტუმროს ფუნქციონირების შეჩერებას ასახელებს. რაც შეეხება ჰონორარს, კახა წერეთლის ინფორმაციით, თანამშრომლები ანაზღაურებას ბოლო ორი თვის განმავლობაში მაინც ღებულობდნენ. ორი თვის წინ სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.