ანევრიზმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად მიიჩნევა. ის აზიანებს და ცვლის სისხლძარღვის კედლის სტრუქტურას, რის შედეგადაც სისხლძარღვები კარგავს ელასტიკურობას და ხელშემწყობი ფაქტორის დართვის შემთხვევაში შესაძლოა გასკდეს კიდეც, რასაც სისხლის მიმოქცევის მოშლა მოჰყვება. ანევრიზმა ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება ჩამოყალიბდეს. ადგილმდებარეობისა და ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ მის რამდენიმე კლინიკურ ფორმას. ყველაზე გავრცელებულია აორტის ანევრიზმა.
ანევრიზმის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ვირუსები. განსაკუთრებით საყურადღებოა სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციები, რომელთა დროსაც სისხლძარღვთა კედელში ანთებითი პროცესი ვითარდება. იგი აზიანებს სისხლძარღვს, აძლიერებს ელასტინის დაშლას და ანევრიზმის წარმოშობას განაპირობებს.მნიშვნელოვანია ქლამიდიური ინფექციის როლიც, რომელიც ასევე იწვევს აორტის კედელში ანთებით პროცესებს.დადასტურებულია ანევრიზმის ჩამოყალიბებაში სიფილისისა და ტუბერკულოზური ინფექციის წვლილიც.