მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა 10 ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. როგორც მან იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს.გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაო განუსაზღვრა.მსახიობს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძება-შენახვაში ედება, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლევან ჯიბღაშვილმა მომხდარის გამო ოჯახს და საზოგადოებას სასამართლო პროცესზე ბოდიში მოუხადა.