11:06
15 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა უნდა ვიცოდეთ ვირუსების შესახებ? - ვრცელდება ამოსუნთქული ჰაერით, ნახველით, პირნაღები და ფეკალური მასებით, ჩირქოვანი ჭრილობებიდან და გაცვენილი თმით
11-02-2019

ვირუსები წარმოადგენს ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა უჯრედშიდა პარაზიტებს. მათ მძიმე დაავადებათა გამოწვევა შეუძლიათ. ვირუსები თავისებური ცოცხალი არსებებია, მათ არ გააჩნიათ უჯრედული სტრუქტურა და ავტონომიური  ნივთიერებათა ცვლა. მომწიფებული ვირუსის ერთეულს ვიბრიონს უწოდებენ. მის გენეტიკურ მასალას ქმნის ნუკლეინის მჟავას ერთი მოლეკულა, რომელიც ცილოვანი ფუტლარითაა დაცული. ვირუსები მხოლოდ მასპინძლის ორგანიზმში მრავლდებიან, სადაც პარაზიტობენ.  

მედიცინაში ვირუსულ დაავადებათა პროფილაქტიკისათვის გამოიყენება სტერილიზაცია ,მაღალი ტემპერატურით ან ქიმიური ხსნარებით დამუშავება, ულტრაიისფერი (როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური წარმოშობის) და რენტგენის სხივებით დასხივება.

დაავადებათა გავრცელების წყაროს ქმნიან დაავადებული ადამიანები და ცხოველები. გამომწვევები, ჩვეულებრივ, ვრცელდება ამოსუნთქული ჰაერით, ნახველით, პირნაღები და ფეკალური მასებით, ჩირქოვანი ჭრილობებიდან და გაცვენილი თმით. ის გამომწვევები, რომლებიც გარემოში შესაბამისი წყაროდან გამოიყოფიან, ინარჩუნებენ სიცოცხლეს ან იღუპებიან. ორგანიზმში შეჭრისთანავე ვირუსები იწყებენ გამრავლებას და პარაზიტობას, ზიანს აყენებენ მასპინძლის ორგანიზმს.

დაავადებული ორგანიზმიდან ჯანმრთელზე გადაცემის ჯაჭვში დიდი მნიშვნელობა აქვს გამომწვევის გარემოში არსებობის ვადებს, ასევე მის გამძლეობას  მოქმედი ფაქტორებისადმი. ორგანიზმის გარეთ არსებული ვირუსები რამდენიმე დღე-ღამეში ან საათში იღუპებიან მადეზინფიცირებელ საშუალებათა მოქმედების შედეგად, თუმცა, ზოგიერთ გამომწვევს, მაგალითად, ციმბირის წყლულისას და სხვა, რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი შეუძლია სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები