ეს არის დადებითი პროცესია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის. ასეთი შეფასება კეთდება საქართველოს მთავრობაში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მთავრობის წევრების შეფასებით, ესაა დამსახურებული წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის. მინისტრთა კაბინეტში იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ რომ ევროინტეგრაციის გზაზე უვიზო მიმოსვლის შემოღება ეს არის დიდი გადადგმული ნაბიჯი, როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვარაუდობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი. საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ახლა დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები.