14:12
17 ოქტომბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა უნდა ვიცოდეთ ინსულინზე
23-07-2019

ექსპერტთა განცხადებით, ინსულინის გადაჭარბებული რაოდენობა ორგანიზმში ზრდის ცხიმოვან ჩანართებს, კორტიზოლის დონეს, გულის დაავადებათა რისკს, ამაღლებს ქსოვილთა გამძლეობას ინსულინისადმი, აჩქარებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, უხეშად ერევა სხვა ჰორმონთა ფუნქციობაში.

ინსულინი ამცირებს ახალგაზრდობის ჰორმონთა ეფექტურობას და აჩქარებს დაბერების პროცესს, ამის გამოა სწორედ, რომ შაქრით მდიდარი საკვები ან კიდევ მაღალი გლიკემიური დატვირთვის პროდუქტები, რომლებიც ზრდის ორგანიზმში ინსულინის დონეს, უფრო ჩქარა გვაბერებს, ვიდრე საკვები რაციონის სხვა პროდუქტები.

სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრების რეჟიმი ინსულინის სიჭარბეს უწყობს ხელს: ჰიპოდინამია, ფიზიკური ვარჯიშის პრაქტიკულად უკუგდება, მუდმივად სტრესული გარემო და მაღალგლიკემიური ნახშირწყლების უხვად გამოყენება _ სისხლში ინსულინის მომატებული დონის საუკეთესო ხელშემწყობი ფაქტორებია.

აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს საკვები რაციონის კონტროლს, რეგულარულად ვარჯიშს და ჯანსაღად ცხოვრებას!

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები