2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო იქნება.ინსპექტირების ბოლო ვადად კი ავტომანქანის რეგისტრაციის თვე და რიცხვი განისაზღვრება. მაგალითად, თუ თქვენი მანქანა 15 აპრილს არის რეგისტრირებული, ტექინსპექტირება 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით უნდა გქონდეთ გავლილი. თუ პირველ ეტაპზე ინსპექტირების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეთ, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ერთი თვე გეძლევათ, რის შემდეგაც განმეორებითი ინსპექტირება იმავე ტექინსპექტირების ცენტრში უფასო იქნება. ცნობისთვის, მსუბუქი ავტომობილების ინსპექტირების ფასი 60 ლარია და ავტომობილი შემოწმდება ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.