18:50
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
რა უნდა იცოდეთ "ომიკრონ" შტამზე?
02-12-2021

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსის ახალ "ომიკრონ" შტამზე ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. როგორც NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სიტუაცია ფასდება როგორც მაღალი რისკის მქონე.

"SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში, საერთაშორისო ანგარიშგება ჯანმო-ში მოხდა 24 ნოემბერს, ხოლო 26 ნოემბერს მიენიჭა ვარიანტს შეშფოთების სტატუსი (VOC) და დაერქვა ომიკრონი[1]. ჯანმო-ს მიერ ყველაზე სწრაფად, 2 კვირის ფარგლებში მიენიჭა აღნიშნული სტატუსი.

შტამის გამოვლენას დაემთხვა ახალი შემთხვევების მატება ქვეყანაში. შტამი ასევე აღირიცხა 11 ნოემბერს ბოცვანაში აღებულ ნიმუშში. აღმოჩენის მიუხედავად, მაღალია ალბათობაა, რომ შტამი ამ ქვეყნებში არ წარმოქმნილა და მათი სექვენირების მაღალი პოტენციალის გამო მოხდა პირველი იდენტიფიცირება.

2 კვირაში სამხრეთ აფრიკაში, იმ რეგიონში, სადაც დადგენილია მუტირებული შტამი, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებლმა 1%-დან 10.2%-ს მიაღწია. ბოლო 24 სთ-ში ეს მაჩვენებელი 16.4%-მდე გაიზარდა. შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, 35 წლის ქვევით, განსაკუთრებით სკოლის ასაკის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კოჰორტა ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულია და მეტად სოციალურად აქტიური. ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია 20-44 ასაკობრივ ჯგუფში, ისევე როგორც 2 წლის ქვევით ბავშვებში. ახალი შტამი ქვეყანაში სექვენირებული ნიმუშების 74%-ს შეადგენს და თითქმის ჩაანაცვლა დელტა შტამი.

ახალი შტამი აღმოჩენილია ჯანმო-ს 5 რეგიონში. 2 დეკემბრისთვის დადასტურებული შემთხვევები 27 ქვეყანაშია აღრიცხული: გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში (აღირიცხა პირველი შიდა გადაცემა), ავსტრიაში, ჩეხეთი, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ისრაელში, კანადაში, ჰონგ კონგში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში (კალიფორნია), საუდის არაბეთში.

ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70 ქვეყანამ დააწესა გამკაცრებული რეგულაციები ან ჩაკეტა საზღვრები აფრიკის რიგი ქვეყნებიდან შემომსვლელებისთვის.

ამ ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების მიმდინარეობა მსუბუქიდან მძიმემდე ვარირებს, თუმცა ტიპიური სუნისა და გემოს დაკარგვა ნაკლებად აღინიშნება. ამ დრომდე არ აღრიცხულა აღნიშNული შტამით გარდაცვალების შემთხვევა.

სიტუაცია ფასდება როგორც მაღალი რისკის მქონე. საფრთხეებს შორისაა

გადადების მომატებული უნარი;
დაინფიცირებისას კრიტიკული მიმდინარეობა;
მკვეთრად გაზრდილი რეინფიცირების შესაძლებლობა.
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.
ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
აღნიშნული ქვეყნებია:
სამხრეთ აფრიკა
ბოცვანა
ზიმბაბვე
ნამიბია
ლესოტო
ესვატინი (სვაზილენდი)
მოზამბიკი
მალავი
14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.
საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

AutoPlay
დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები - პრეზიდენტი
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ლარი 3.0696 გახდა
გამოქვეყნდა 56 წუთის წინ
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მეტრომანები არ უქმდება - რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პროკურატურამ მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ ორ პოლიციელს ბრალდება წარუდგინა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - გორის სამხედრო ჰოსპიტალს წაშლილი აქვს ჩანაწერები ან არ შეუნახავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
gg
02-12-2021
ნაძირალა ქალი, ამათი შემყურე საერთოდ აღარ მინდა ევროკავშირის გაგონება, თავისი ფაშისტური კანონებით და იძულებითი ვაქცინაციით სულ შემაძულეს თავი. რაო მოკალით დემოკრატია დემოკრატიის დედებო და მამებო? როგორ შეიძლება ადამიანი რამით იძულება? ეს არის თავისუფლება? კოვიდი შემიძ₾ია შევადარო სიბნელეს რომელსაც ქურდი იყენებს თავისი დანაშაულის ჩასადენად, ასევეა კოვიდიც - ყველანაირად იყნებეთ ადამიანის დასამონებლად და მისი თავისუფლების შელახვისთვის, კოვიდი არის იარაღი ახალი საკონცეტრაციო ბანაკების შესაქმნელად, ყველანი უნდა გასამართლთედ უმკაცრესად, უნდა აღზევდეს მსოფლიო საზოგადოება და საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს და ეს თუ მალე არ მოხდა, ადამიანების სრული დამონება არის გარდაუვალი ერთიან მსოფლიო სივრცეში, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი თუ როგორ დაგაჩლუნგათ ხალხო მასმედიამ რომელსაც არაფერი აქვს საერთო რიგითი ადამანის თავისუფლებასთან რადგან დღეს ყველა ფინანსდება საბანკო-კორპორაციული ორგანიზაციებისგან და როგორც მოგეხსენებათ ვინც ფულს იხდის შამპანურსაც ის უკვეთავს, შესაბამისად როგორ შეიძლება მასმედია არი იყოს დღეს მიკერძოებული, როცა არანაირ განსხვავებულ აზრს თქვენ არ აშუქებთ. ძირს დიქტატურა, გაუმარჯოს თავისუფლებას!!!!!
სხვა სიახლეები