შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების ვალიდურობა, აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება.ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 536 "ჭკვიანი" ვიდეოკამერა, მათ შორის, სიჩქარის მზომი სექციური რადარები წლის ბოლომდე კი დაგეგმილია დამატებით 1 200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.