ექიმებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი კვებასა და ინტელექტუალურ განვითარებას შორის. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რითაც ყველაზე მეტად დაეხმარებით ბავშვს, არის ჯანსაღი კვება და რაციონში სწორედ იმ მინერალების, ვიტამინებისა და საჭირო ნივთიერებების ჩართვა, რომლებიც მისი იმუნიტეტის გაძლიერებასთან ერთად, მის სწორ ზრდა-განვითარებას და ინტელექტუალური შესაძლებლობების სტიმულირებას შეუწყობს ხელს. ექიმებმა დაადასტურეს კიდევ ერთხელ, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს კვებასა და ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას შორის. იმისათვის, რომ ბავშვმა კარგად ისწავლოს, კარგად დაიმახსოვროს, არ გაუჭირდეს ათვისება, არ ჰქონდეს მეხსიერების პრობლემები, სწორად იკვებოს მისი ტვინი და განვითარდეს ინტელექტი, პირველ რიგში ყოველდღე უნდა მიიღოს ომეგა3 საკვების სახით.