"თუ პრეზიდენტი კვლავაც გააკეთებს არაკორექტულ განცხადებებს, მმართველი გუნდი მომავალ წელს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე იფიქრებს"- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის საპასუხოდ გააკეთა.ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შეგნებული მცდელობაა. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისია არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვაზე მუშაობს, არამედ საუბარია პრეზიდენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე.პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე მსჯელობენ.
იხილეთ:მმართველი გუნდი 7 წელიწადში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლის მომხრეა