07:38
26 აგვისტო, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რა უჯდებათ ქართველებს ახალი წლის სუფრა - ISET-ის კვლევის შედეგები
25-12-2015
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET საახალწლო სუფრის ინდექსს აქვეყნებს. ინდექსი საქართველოს ყველა რეგიონში სტანდარტული საახალწლო სუფრის ხარჯებს ითვლის, რომელიც 5-6-სულიან ოჯახზეა გათვლილი. ინდექსში შესულია საახალწლო სუფრის ძირითადი კერძები: ხაჭაპური, მწვადი, კალმახი, საცივი, ოლივიეს სალათა, შემწვარი ქათამი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათა, ასევე, გოზინაყი და ხილი. ISET საახალწლო სუფრის ინდექსის თანახმად, ყველაზე ძვირი საახალწლო სუფრა აჭარაში ჯდება - 159 ლარი, რომელსაც იმერეთი - 154 ლარი და გურია - 149 ლარი მოჰყვება. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი შიდა ქართლშია, სადაც ინდექსის თანახმად, საახალწლო სუფრა საშუალოდ 121 ლარი ჯდება.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები