საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის 215 000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ჩინურ სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანია Shenzhen Bioseasy-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ერტი ცალი სწრაფი ტესტის ღირებულება 5-ნახევარ დოლარს შეადგენს. მთლიანი შესყიდვის ღირებულება კი ტრანსპორტის საფასურის გარეშე ჯამში მილიარდ 182 მილიონ დოლარს აჭარბებს. ხელშეკრულების მიხედვით, ტესტების შემოტანა 3-4 აპრილს უნდა დასრულდეს.