ტელეკომპანია HBO-ს სუპერპოპულარული ტელესერიალი Game of Thrones საკმაოდ ძვირი უჯდება. სერიალზე აქამდეც რამდენიმე მილიონი იხარჯებოდა, სეზონიდან სეზონამდე კი ეს თანხა სულ უფრო იზრდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიამ მერვე სეზონისთვის 90 მილიონი დოლარი გამოყო, რაც ნიშნავს, რომ მის ექვსივე ეპიზოდზე 15 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა კვირას გასული 80-წუთიანი მესამე სერია კომპანიას სავარაუდოდ, ბევრად ძვირი დაუჯდა. მითუმეტეს, რომ მის გადაღებას 55 დღე დასჭირდა.
დღეის მდგომარეობით, Game of Thrones სატელევიზიო ბაზარზე ყველაზე ძვირად ღირებული სერიალია. გამოცემა Variety-ის ინფორმაციით, დახარჯული თანხის მიხედვით, შემდეგ პოზიციაზე ასევე HBO-ს სერიალი - Westworld (თითო სერია 10 მილიონი დოლარი ჯდება) და Netflix-ის - The Crown და Stranger Things (თითო სერია 10 და 8 მილიონი დოლარი ჯდება) მოდიან.