სისხლის საერთო ანალიზი, ბევრ ინფორმაციას გვაძლევს პაციენტის მდგომარეობაზე, დაავადების ხასიათზე, თუმცა შეუძლებელია ამ ანალიზით განისაზღვროს გრიპის ვირუსის სახეობა.ზოგადად, გრიპის დროს სისხლის საერთო ანალიზში მატულობს ლეიკოციტები, ჩხირბირთვიანების ხარჯზე, ზოგჯერ შეიძლება გაჩნდეს ახალგაზრდა, მოუმწიფებელი უჯრედებიც - მეტამიელოციტები. მომდევნო დღეებში ლეიკოციტების რაოდენობა ქვეითდება ხოლმე და ვითარდება ლეიკოპენია. იცვლება ლეიკოციტური ფორმულაც - მცირდება ნეიტროფილები და მატულობს ლიმფოციტები, მკვეთრად მატულობს - ერითროციტების დალექვის სიჩქარე. ბიოქიმიური ანალიზებიდან საყურადღებოა C-რეაქტიული ცილა, რომლის მატება მეტყველებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესზე. სპეციფიკური ანალიზი კი გახლავთ სეროლოგიური კვლევა, რომლის ჩასატარბლად სისხლს იღებენ ვენიდან და რომელიც გამოავლენს სისხლშივირუსის ანტისხეულებს ან ანტიგენებს. ამ ანალიზის ჩატარებას დრო სჭირდება. უფრო სწრაფ პასუხს გვაძლევს ე.წ. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით, რომელიც ხახა-სასიდან აღებულ ნაცხში ვირუსის რიბონუკლეინის მჟავას გამოავლენს.ასევე სწრაფია ექსპრეს-მეთოდი - იმუნოფერმენტული ანალიზი, რომელიც ზედა სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში ვირუსებს გამოავლენს. ეპიდემიის დროს, როცა პაციენტთა რაოდენობა დიდია, არ არის აუცილებელი თითოეული მათგანის კვლევა სპეციფიკური ანალიზით ვირუსის გამოსავლენად. თუკი პაციენტი იმყოფებოდა ეპიდემიის კერაში, სავარაუდო დიაგნოზი ისმება მხოლოდ კლინიკური ნიშნების მიხედვით. მიმდინარე სეზონზე გამოვლენილი ღორის გრიპის მახასიათებელი სიმპტომებია: თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება, მოთენთილობა, ტანში მტვრევის შეგრძნებაასევე• ღებინება;• დიარეა;• და გამუდმებული შემცივნების შეგრძნება.