დღეს არსებული მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა, შეცვლილი გამოცდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება, რადგან ვინც იქ გამოცდას ვერ აბარებს, ქუჩაში რომ გაიყვანო, უკვე რისკია, - ამის შესახებ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უწყებას მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რამდენიმე ვარიანტი აქვს შემუშავებული, რომელზეც საბოლოოდ შეჯერება მოხდება. როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, შსს-მ ამ მხრივ რამდენიმე ათეული ქვეყნის გამოცდილებას გაეცნო და შეისწავლა.