16:17
19 ნოემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა წესები უნდა დაიცვათ სახის დაბანისას
15-10-2019

სახის კანის პრობლემები ხშირად მისი არასწორი მოვლის გამო ჩნდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახის დაბანის რეჟიმსა და წესს. 

ბევრს ჰგონია, რომ ცივი წყლით სახის დაბანა სასარგებლოა, მატონიზებელ გავლენას ახდენს კანზე. ყინულის კუბები გვირილით ან მწვანე ჩაით მართლაც სასარგებლოა სახის კანისთვის, მაგრამ სისტემატურად ცივი წყლით დაბანა იწვევს სისხლძარღვების სპაზმს და აფერხებს სახის კანის კვებას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცხელი წყლით დაბანაც არასასურველია. სისხლძარღვები ცხელი წყლის გავლენით ფართოვდება და სახის კანი დროთა განმავლობაში კარგავს ელასტიკურობას, ნაადრევად ჩნდება ნაოჭები. სახის დასაბანად წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსია.

სახის ხშირად დაბანაც არ არის რეკომენდებული. ხშირად დაბანის შემთხვევაში კანი კარგავს დამცავ შრეს, ცხიმის ჯირკვლები აქტიურდება და ინტენსიურად გამოყოფს ცხიმს, რაც არასასურველ კოსმეტიკურ პრობლემებს აძლევს დასაბამს.

კოსმეტოლოგები გვირჩევენ დღეში ორჯერ დავიბანოთ სახე. დილით, რადგან გაღვიძებისთანავე აუცილებელია კანის მიერ გამოყოფილი ტოქსინებისა და მკვდარი უჯრედების ჩამობანა და საღამოს იმისათვის, რომ მაკიაჟი და დღის განმავლობაში დაგროვილი მტვერი მოცილოთ!

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები