აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოში 2016 წელს, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია რელიგიის სრულ თავისუფლებას ითვალისწინებს და სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობაზე მიუთითებს. აქვე საუბარია რელიგიური ნიშნით ჩადენილ 19 დანაშაულზე, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, არასათანადოდ არის გამოძიებული. დოკუმენტი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების შევიწროებას და ტაძრების ირგვლივ არსებულ მდგომარეობას. კერძოდ, ქართული ეკლესიებისა და ფრესკების განადგურების საკითხს.დოკუმენტში მოყვანილია ყველა ინციდენტი, რომელიც 2016 წელს მოხდა, მათ შორის ბათუმის ქობულეთის და მოხეს შემთხვევები.