გარდაცვლაებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯონ მაკკეინმა აშშ-ს მოქალაქეებისთვის მიმართვა დაწერა, რომელიც ტელეკომპანია NBC-მ გამოაქვეყნა. სენატორი წერს, რომ ქვეყნის დიდება სუსტდება, როცა ის კედლებს მიღმა იწყებს დამალვას, იმის ნაცვლად, რომ ეს კედლები დაანგრიოს. ბევრს მიაჩნია, რომ ამგვარად მაკკეინმა უკანასკნელად გააკრტიკა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მექსიკის და აშშ-ს საზღვარზე კედელს აშენებს. მაკკეინი ტრამპის პოლიტიკას აქტიური მოწინააღმდეგე იყო. რესპუბლიკელების დაძაბული ურთიერთობა მაკკეინის გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება. ასე, სენატორმა, რომელმაც თავისი დაკრძალვის ცერემონია წინასწარ დაგეგმა, ტრამპი მასზე არ დაპატიჟა, პრეზიდენტმა კი თეთრ სახლს სამძიმრის წერილის გამოქვეყნება აუკრძალა, რომელშიც მაკკეინი გმირად არის მოხსენიებული. არიზონას შტატის სენატორი ჯონ მაკკეინი შაბათს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.