სააკაშვილის გუნდში იყო პოზიცია, რომ გირგვლიანის საქმეზე დაკავებულები იყვნენ პატარკაციშვილის პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომელზეც ბრალი მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, გირგვლიანის თემაზე ყოფილი თანამდებობის პირებთან არაერთი შეხვედრა და საუბარი ჰქონდა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან.