საქართველოს ექს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ "ზიკ"-ზე პირველი გადაცემა წაიყვანა. "სხვა უკრაინა" - ასე ჰქვია პოლიტიკურ თოქ-შოუს, რომლის წამყვანიც მიხეილ სააკაშვილია. პირველი გადაცემა უკრაინის პრობლემებს შეეხო. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თოქ-შოუს საშუალებით მოსახლეობა სიმართლეს გაიგებს და ნახავს იმ უკრაინას, სადაც ხალხს სხვადასხვა სახის პრობლემები აქვს. სადებიუტო გადაცემის პირველი თემა მაღაროელების პრობლემები იყო.