მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 14 მილიარდ 697 მილიონ 484 ათას 990 ლარი, შემოსავლებმა კი - 8 მილიარდ 437 მილიონ 197 ათას 635 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში - 2 მილიარდ 19 მილიონ 463 ათას 650 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით - მილიარდ 773 მილიონ 409 ათას 469 ლარის მობილიზება მოხდა.
ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, 2021 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 12 მილიარდ 584 მილიონ 467 ათას 264 ლარი შეადგინა. საშემოსავლო გადასახადით სახით, კი სახელმწიფო ბიუჯეტში მილიარდ 877 მილიონ 115 ათას 361 ლარი შევიდა.