14:06
15 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რა თანხას ხარჯავენ უცხოელი ვიზიტორები საქართველოში
15-08-2019

2019 წლის მე-2 კვარტალში უცხოელი ვიზიტორების მიერ გაწეულმა ხარჯებმა 2 მილიარდ 400 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.6 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდში ვიზიტზე საშუალო ხარჯი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით  10.3 პროცენტით გაიზარდა და 1 261 ლარს გაუტოლდა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უცხოელმა ვიზიტორებმა განთავსებაზე საშუალოდ 312 ლარი დახარჯა, საკვებსა და სასმელზე - 308 ლარი; გართობაზე - 295 ლარი, საყიდლები - 234 ლარი, ხოლო ადგილობრივ ტრანსპორტზე 86 ლარი დახარჯეს.  

2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიონ 200 ათასი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4 პროცენტით მეტია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები