2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში არარეზიდენტი ბანკების ემიტირებული საგადასახადო ბარათებით 439 მილიონ 20 ათასი ლარის ოპერაცია განხორციელდა, რაც თითქმის 28 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კერძოდ, 2018 წლის პირველ სამ თვეში უცხოელებმა საქართველოში 410 მილიონ 950 ათასი ლარი დახარჯეს.
ამასთან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მარტში არარეზიდენტი ბანკების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით საქართველოში მთლიანად 125 მილიონ 800 ათასი ლარის 654 ათას 703 ოპერაცია განხორციელდა.
მარტში ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან 74 მილიონ 900 ათასი ლარის განაღდება მოხდა, პოს-ტერმინალებით კი 50 მილიონ 800 ათასი ლარის.