საქართველოში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციებისას დახარჯული თანხის მოცულობა გაიზარდა. თუ 2019 წლის ივნისში მოსახლეობამ ბარათებით 2 მილიარდ 169 მილიონი ლარი დახარჯეს, წელს ივნისში კი, დანახარჯმა 2 მილიარდ 569 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, POS ტერმინალების მეშვეობით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განხორციელებულმა გადახდებმა ივნისში 872 მილიონ 794 ათასი ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 29%-ით არის გაზრდილი, კერძოდ, 2019 წლის ივნისში მოსახლეობამ 620 მილიონ 33 ათასი ლარი დახარჯა.
რაც შეეხება ინტერნეტით განხორციელებულ გადახდებს, აქ მოცულობა წლიურ ჭრილში შემცირებულია. კერძოდ, 2020 წლის ივნისში ინტერნეტის მეშვეობით საბანკო ბარათებით განხორციელდა 250 მილიონ 339 ათასი ლარის საგადახდო ოპერაციები, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 293 მილიონ 518 ათასი ლარის.
მიმდინარე წლის განმავლობაში კი ქართული საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების ჯამურმა მოცულობამ 13 მილიარდ 760 მილიონი ლარი შეადგინა, შარშან 6 თვეში კი ბარათებით მთლიანად 11 მილიარდ 948 მილიონი ლარის ოპერაციები განხორციელდა.