საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში ერთ ვიზიტზე საშუალოდ 857 ლარსა და 70 თეთრს ხარჯავენ. „საქსტატის“ 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მეტი - 298 ლარი და 40 თეთრი საკვებსა და სასმელზე მოდის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საყიდლებზე საშუალო ხარჯი - 263 ლარსა და 30 თეთრს შეადგენს, განთავსებაზე - 142 ლარსა და 20 თეთრს, გართობაზე - 69 ლარსა და 80 თეთრს და ადგილობრივ ტრანსპორტში 43 ლარსა და 90 თეთრს.
ცნობისთვის, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რომლის უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.