2019 წლის იანვარ-თებერვალში თამბაქოს რეალიზაციიდან ბიუჯეტში 111 მილიონ 500 ათასი ლარი უკვე შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,6%-ით მეტია. 2018 წლის 2 თვეში თამბაქოს გაყიდვიდან ბიუჯეტმა 92 მილიონ 400 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო.ზრდა ძირითადად იმ ცვლილებებმა განაპირობა, რაც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა - ეს არის ადვალური გადასახადი და ადგილობრივი წარმოების უფილტრო თამბაქოზე აქციზის ზრდის განაკვეთის ზრდა.
უფრო კონკრეტულად, 2019 წლის 2 თვეში ბიუჯეტში საქართველოში წარმოებული თამბაქოს რეალიზაციიდან შევიდა 19 მილიონ 171 ათას 248 ლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 10 მილიონი ლარით მეტია. 2018 წელს ეს თანხა 9 მილიონ 431 ათას 994 ლარს შეადგენდა. თითქმის 4 მილიონი ლარით გაიზარდა ხაზინაში ადვალური გადასახადიდან შესული თანხის მოცულობა. 2018 წლის 2 თვეში ადვალური გადასახადის სახით ბიუჯეტში 11 მილიონ 300 ათასი ლარი შევიდა, 2019 წელს კი ეს თანხა 15 მილიონ 400 ათასი ლარია.