დაგროვებით საპენსიო სისტემაში 741 ათასი ადამიანია ჩართული, სქემა კი დღეის მდგომარეობით, მონაწილეთა 2%-მა დატოვა. საპენსიო ფონდის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობამ ფონდში უკვე 51 მილიონი ლარი გადარიცხა. ცნობისთვის, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომელთა ასაკიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წელი ან მეტი იყო. ასეთი ადამიანების რაოდენობა 200 ათასს აღემატება.
როგორც საპენსიო ფონდში აცხადებენ, ამ დროისთვის სისტემაში 50 ათასი კომპანია და 741 ათასი ადამიანია ჩართული. აქედან დაახლოებით, 15 ათასმა სქემა უკვე დატოვა, რაც სისტემაში ჩართული პირების მხოლოდ 2%-ს შეადგენს.