2019 წელის იანვარ-მაისში საქართველოში არარეზიდენტი ბანკების ემიტირებული საგადასახადო ბარათებით 842 მილიონ 600 ათასი ლარის ოპერაცია განხორციელდა. რაც 192 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. კერძოდ, 2018 წელის იანვარ-მაისში უცხოელების მიერ საქართველოში საბანკო ბარათებით დახარჯული თანხის მოცულობამ 650 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში არარეზიდენტი ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან 189 მილიონ 500 ათასი ლარის, პოს-ტერმინალებით კი 653 მილიონ 100 ათასი ლარის განაღდება მოხდა.
რაც შეეხება 2018 წლის ანალოგიურ პერიოდს, არარეზიდენტი ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან 155 მილიონ 900 ათასი ლარის, ხოლო პოსტ-ტერმინალებით - 494 მილიონ 600 ათასი ლარი გაანაღდეს.