ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს. ეს გადაწყვეტილება ცნობილი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ამასთან, პარტიაში შემოღებულია ახალი თანამდებობა - პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტი, რომელსაც გია ვოლსკი დაიკავებს.