მთავრობამ განსაზღვრა დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.
როგორც მთავრობის ადინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, შეხვედრებზე, ასევე საერთო გამოყენების ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, საგანმანათლებლო სივრცეებში, ტრანსპორტში და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ დაწესებულებებში.
პირბადის ტარების წესი არ გავრცელდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ასევე სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.