სამების საკათედრო ტაძარში 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. ნათლულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა. ილია მეორემ ქადაგებისას ყურადღება დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა. უწმინდესის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი მადლი გადმოვიდა ბავშვებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს მოინათლნენ.