რა სისულელეა საერთოდ! - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „მძიმე რეპუტაციის მქონე სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიონ“. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები ღიადაც და დახურულ კარს მიღმაც უმრავლესობის წევრებს ეუბნებიან, რომ მათი ქმედებები ქართველი ხალხის ინტერესებთან შეუთავსებელია.