ექიმი და Fox News-ის სამედიცინო მიმომხილველი მარკ სიგელი ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს სიმსუქნე და ჰიპოვენტილაციის სინდრომი აქვს. ამ სინდრომის დროს სიმსუქნის გამო სუნთქვა ძალიან რთულდება, ნელდება და ზედაპირული ხდება. "საუბარია სუნთქვის ავტომაზებული სისტემის დარღვევაზე, ტვინი უნებურად ამცირებს წუთში სუნთქვის სიხშირეს. ცნობილია რომ ეს სინდრომი იწვევს ჟანგბადის ქრონიკულ დეფიციტს, რაც თავის მხრივ განაპირობებს დაღლილობას და კონცენტრაციის დაქვეითებას.