საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეუჩერდება ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი. როგორც გიორგი კახიანმა იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო და წესების კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას ნიკანორ მელიას პატიმრობა შეეფარდოს თუ სხვა აღკვეთის ღონისძიება.
"თუ მოხდა ისე, რომ პროკურატურამ მიმართა სასამართლოს და სასამართლომ მელიას პატიმრობა შეუფარდა, მხოლოდ ამის შემდგომ პარლამენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეუჩერდება პარლამენტის წევრის იმუნიტეტი", - განაცხადა კახიანმა.