საქართველოს მთავრობამ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის დახმარების პაკეტი წარადგინა. მთავრობის გეგმის მიხედვით, ყველას ვინც 2020 წლის 1-ლი ივნისიდან ლარის იპოთეკურ სესხს აიღებს, 5 წლის ვადით, საპროცენტო განაკვეთს 4%-ით დაასუბსიდირებს. სესხის ზედა ზღვარი 200,000 ლარით განისაზღვრა.
მთავრობის გეგმის მიხედვით, სახელმწიფო შეწყვეტს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს ჩამოსცდება, ხოლო განაახლებს იმ შემთხვევაში, თუ განაკვეთი 5%-ს ასცდება.
ცნობისათვის, ამ დროისთვის რეფინანსირების განაკვეთი 8,5%-ს შეადგენს. ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 24 ივნისსაა ჩანიშნული.