მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნა შესაძლოა, აიკრძალოს.ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ოთარ ჩახუნაშვილმა განაცხადა.აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში წარდგენას აპარატი მიმდინარე წელს გეგმავს. აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს 59 მოქალაქის მომართვის საფუძველზე აპარატმა პირდაპირი მარკეტინგის ათეულობით ფაქტი შეისწავლა. აქედან 23 შემთხვევაში კანონით განსაზღვრული წესების დარღვევა დადგინდა. შედეგად 19 ორგანიზაცია დაჯარიმდა და 57 სავალდებულოდ შესასრულებელი დავალება გაიცა.