სასოფლო სამეურნეო მიწის შესახებ ორგანული კანონის პარლამენტში ინიცირება თებერვალში იგეგმება. კანონი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებისა და საკუთრებისა უფლების მოპოვების საკითხებს დაარეგულირებს. ამასთან იგეგმება მიწის ინვენტარიზაციიისა და მისი კატეგორიებად დაყოფის პროცესის დაწყებაც. კანონპროექტის თანახმად, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე და მათ მიწა საკუთრებაში მხოლოდ მემკვიდრეობით შეიძლება მიიღონ. იურიდიული პირის შემთხვევაში კი სასოფლო სამეურნეო მიწის ფლობის უფლებას კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს თუ წილის 50%-ზე მეტს საქართველოს მოქალაქე ფლობს. ამასთან, მიწა შეიძლება გადავიდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში თუ ის ადგილზე სტრატეგიული და რეგიონული მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამ შემთხვევაში გამონაკლისის დაშვებისათვის საჭირო იქნება მთავრობის გადაწყვეტილება. ოთარ დანელიას განცხადებით, ორგანული კანონით , საფინანსო ორგანიზაციებისთვის მიწის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება აღარ შეფერხდება. ამასთან, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად საკუთრებაში არსებული მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სანქციები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი მიწის გასხვისება დაევალებათფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, ადგილობრივებისთვისაც მკაცრი მიდგომები უნდა გაითვალისწინოს. აისეტის მკვლევარი კი ამბობს, რომ მიწის ბაზრის განვითარებაზე მსჯელობა მხოლოდ მიწის სრულყოფილი რეგისტრაციის განხორციელების შემდეგაა შესაძლებელი.შეგახსენებთ, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმი 2017 წლის დეკემბერში გამოცხადდა. გასული წლის დეკემბრიდან კი ახალი კონსტიტუციით, უცხოელებზე მიწის გაყიდვა შეიზღუდა.