09:00
9 დეკემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა შემთხვევაში კეთდება სტენტირება ან შუნტირება
02-06-2017

დღესდღეობით სტენტირება კორონალური სინდრომების ანუ სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტარდება და ამ მხრივ იგი ოქროს სტანდარტად ითვლება. მწვავე კორონალურ სინდრომს იწვევს გულის მკვებავი სისხლძარღვის ანუ კორონალური არტერიის შევიწროვება. მანამდე თუ არტერია გარკვეული მოცულობის სისხლს ატარებს, შევიწროვების შედეგად სისხლის ნაკადი იზღუდება. გულს საჭირო რაოდენობის სისხლი აღარ მიეწოდება და სტენოკარდიულ ჩივილებს იწვევს. ეს ჩივილებია: ჰაერის უკმარისობა, ტკივილი გულ–მკერდის არეში, მოხრჩობის შეგრძნება და ასე შემდეგ. ადრე ამ პრობლემების მოსაგვარებლად მედიკამენტური მკურნალობა ტარდებოდა, რომელიც გულის კუნთის ჟანგბადით მოთხოვნილების დაქვეითებისკენ იყო მიმართული. თუმცა, დღესდღეობით, ეს მკურნალობა შეზღუდულია იმიტომ, რომ ამ შევიწროვების გასაფართოებელი ერთადერთი მეთოდი არის მექანიკური გზა - თუ გამოვლინდა ერთი ან რამდენიმე არტერიის მნიშვნელოვანი (70%-ზე მეტი) სტენოზი (შევიწროება), მიზანშეწონილად ითვლება ანგიოპლასტიკა და სტენტირება; - თუ დაზიანება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ტარდება ქირურგიული ჩარევა - აორტოკორონარული შუნტირება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
marina
22-02-2018
sheizleba tu ara stentirebis shemdeg fizikuri datvirtva
სხვა სიახლეები