2018 წელს, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზღვევის პროცესი გარკვეული შეფერხებებით წარიმართა. ბენეფიციართა რაოდენობის კლებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ ცვლილებს უკავშირებს, რომელიც აგროდაზღვევაში განხორციელდა. უფრო კონკრეტულად კი, ახალი ცვლილების თანახმად, აგროდაზღვევით სარგებლობას მხოლოდ ის ფერმერები შეძლებდნენ, რომლებიც მიწის ნაკვეთს საჯარო რეესტრში დაარეგისტრირებდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, ეს მოთხოვნა წელსაც სავალდებულო იქნება, თუმცა გიორგი ხანიშვილი იმასაც ამბობს, რომ ფერმერები დიდი ნაწილი ამ მოთხოვნას უკვე გაგებით ხვდება. მისივე თქმით, მიწის რეგისტრაციის სავალდებულოობის კომპონენტი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და საკადასტრო მონაცემების მოწესრიგება, ინვესტიციებისთვის, საკმაოდ მნიშვნელოვანია.