თბილისში თეთრი ფერის ტაქსების გარდა, რიგ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მერია ასეთ შესაძლებლობას იმ მოქალაქეებისთვის ტოვებს, რომელთა ძირითად საქმიანობას ტაქსით მომსახურების გაწევა არ წარმოადგენს და კლიენტებს ამ სერვისს ძირითადი სამუშაოს პარალელურად, გარკვეული საათების განმავლობაში სთავაზობენ. მუმლაძე ასევე აღნიშნავს, რომ ,ამ კატეგორიის ტაქსები ვერ ისარგებლებენ ტაქსის ვიზუალით ასევე ვერ გამოიყენებენ უფასო საპარკინგე ადგილსა და უფასო სალონის ქიმიური წმენდის მომსახურებას.