სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარში ხილისა და კაკლის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 5 მილიონ 100 ათასი დოლარი შეადგინა. საქართველოდან მთლიანი საექსპორტო მოცულობის პროდუქტებს შორის, ხილისა და კაკლის წილი 2,1%-ს შეადგენდა.
ჯგუფში ლიდერ პოზიციებს იკავებდა თხილი - 2 მილიონ 100 ათასი დოლარით, მას მოსდევს მანდარინი - მილიონ 800 ათასი დოლარით, მე-3 ადგილზეა ფისტა - 400 ათასი დოლარით, მე-4 ადგილზეა - ვაშლი 300 ათასი დოლარით, მე-5 პოზიციას კი 100 ათას - 100 ათასი დოლარით ბანანი და ბერძნული კაკალი ინაწილებენ.
რაც შეეხება ბოსტნეულს, როგორც East fruit წერს, 2019 წლის იანვრის მონაცემებით, ბოსტნეულის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ მილიონ 100 ათასი დოლარი შეადგინა. ამასთან, მთლიან საექსპორტო პროდუქტებს შორის, ბოსტნეულის წილი 0,5% იყო. ჯგუფში ლიდერობდნენ: კიტრი და პომიდორი - 300 ათასი და კარტოფილი - 100 ათასი დოლარით.