13:44
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
რა შემადგენლობით გავა საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე
12-09-2019

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. ასპარეზობაზე, გარდა მედლებისა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 15 სექტემბერს გაემგზავრება, ასპარეზობა კი 17-28 სექტემბერს ტაილანდის ქალაქ პატაიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრების ღირსებას შოთა მიშველიძე, გოდერძი ბერდელიძე, გოგა ჩხეიძე, კახი ასანიძე, არჩილ მალაყმაძე, რევაზ დავითაძე, ანტონ პლესნოი, ირაკლი ჩხეიძე, გიორგი ჩხეიძე და ლაშა ტალახაძე დაიცავენ. რეზერვისტად ნაკრებშია ასევეა ლომია თებიძეც.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები