22:36
8 დეკემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა შემადგენლობა აქვს გრიპის ვაქცინას და იწვევს თუ არა გართულებას? - სანდო ინფორმაცია ვაქცინაციაზე, რომლითაც 100 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა
15-01-2019

გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროდუქტია, რომლითაც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ას მილიონზე მეტი ადამიანი გართულებების გარეშე აიცრა. ხშირად კითხულობენ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ვაქცინამ გრიპი გამოიწვიოს, თუნდაც მსუბუქი ფორმით? დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვაქცინა ვერ გამოიწვევს გრიპს, ვინაიდან წარმოადგენს ვირუსის ინაქტივირებულ სახეცვლილ ფორმას, რომელსაც შეუძლია მხოლოდ იმუნიტეტის გამომუშავება.

ყოველწლიურად ვაქცინაცია ტარდება სხვადასხვა კომპონენტიანი ვაქცინებით, რომელთა შერჩევა წინასწარი კვლევის და ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე ხდება.

 სამკომპონენტიანი ვაქცინა შედგება შემდეგი ვირუსების დასუსტებული შტამებისაგან:

A ჯგუფის - H1N1 - ე.წ. ღორის გრიპი,
A ჯგუფის - H3N2 - ადამიანის გრიპის ვირუსი,
B ვირუსი - კოლორადოს შტამი.

ოთხკომპონენტიანი ვაქცინაში  დამატებულია B ვირუსის კიდევ ერთი შტამი.

ვაქცინაციის ჩატარებისთვის ოპტიმალური დროა შემოდგომის პერიოდი, გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას სჭირდება გარკვეული დრო - მინიმუმ 2 კვირა. ვაქცინას გააჩნია მყარი იმუნიტეტი 6 თვე. გრიპის გადატანის ან ვაქცინაციის შემდგომ ყალიბდება დროებითი იმუნიტეტი, რომლის საშუალო ხანგრძლივობა 1 წელია და მერყეობს ადამიანის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ვაქცინაში გამოყენებული ანტიგენების შესაბამისად.  გრიპის ვირუსისაგან თავის დასაცავად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია წინა წელს დაავადების გადატანისა, თუ ვაქცინაციის ჩატარების სტატუსის მიუხედავად.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
თამუნა
16-01-2019
წლის რა პერიოდშია უმჯობესი ვაქცინის გაკეთება?
ნიკოლოზი
15-01-2019
რა თანხაც ეხლა დაჯდა ათასობით ადამიანისთვის ტამიფლუს დაფინანსება, ოჯახის ექიმთან ვიზიტის, დიაგნოსტირების, ამბულატორიული მკურნალობის, სასწრაფოს მომსახურების, რეანიმაციული და სხვა ჯამში რომ ვიანგარიშოთ გაცილებით ძვირი დაუჯდა ქვეყანას ვიდრე დაუჯდებოდა გრიპის საწინააღმდეგო აცრის სრული დაფინანსება, სამწუხაროდ გარდაცვლილებზე აღარ ვსაუბრობ კიდევ და ვინც ეგ ვირუსი გადაიტანა იმათ რა გართულებებს დაუტოვებს სასუნთქი ან გულსისხძარღვთა დაავადებების კუთხით კიდევ სხვაა... სანამ ურემი გადაბრუნდება მანამდეა ტვინი გასანძრევი მაგარამ ჩვენთან ამას არც მანამდე აკეთებენ და არც მერე....
სხვა სიახლეები