პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. მოკვლევის ფარგლებში გამოითქვა მოსაზრება, რომ 5 წელზე ძველ ავტომობილებს განბაჟების უფრო მკაცრი პირობები დაუწესდეს, რაც განბაჟების გადასახადის ზრდასაც მოიცავს. ასევე, სამუშაო ჯგუფში მიზანშეწონილად მიაჩნიათ მაღალი მოსაკრებლის დაწესება დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე.ცნობისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.