წოვის რეფლექსი პატარებს დაბადებიდანვე აქვთ, თუმცა ძუძუს ახალშობილები არამხოლოდ დედის რძის მისაღებად ითხოვენ, აღნიშნული მოქმედება შესაძლოა ბავშვმა დასამშვიდებლად მოითხოვოს, ან უბრალოდ ჩვევად ჩამოუყალიბდეს, ამიტომ მას შემდეგ, რაც მშობელები ბავშვს საჭირო რაოდენობის რძით ძუძუთი გამოკვებავენ, ცდილობენ ძუძუ დროებით ჩაანაცვლოდ და სატყუარის დახმარებით ბავშვს უქმნიან წარმოადგენას, თითქოს ის ძუძუს წოვს. ეს კომფორტულია მშობლისთვის, თუმცა ხშირად პატარები სატყუარაზე დამოკიდებულები ხდებიან. რამდენად აისახება სატყუარას ხანგრძლივი მოხმარება ბავშვის ჯანმრთელობზე და შემდგომში მისი თანკბილვის ჩამოყალიბებაზე, ექიმთან გავარკვიეთ.