13:08
14 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რა შეიძლება გამოიწვიოს მინიმალური ხელფასის დადგენამ საქართველოში - ექსპერტების შეფასება
09-10-2019

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ფონზე, სულ უფრო გააქტიურდა საუბარი დასაქმებულისთვის მინიმალური ხელფასის განსაზღვრის თაობაზე.შრომითი უფლებების დამცველებისა და დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ შემუსავებული კანონპროეტით კი, დასაქმებულის მინიმალური ხელფასი 500 ლარით უნდა განისახღვროს. დეპუტატის განმარტებით, სწორედ აღნიშნული თანხაა საჭირო ადამიანის ელემენტარული სოციალური და ეკონომიკური არსებობისთვის.

ექსპერტთა ნაწილი ამ ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა შიშობენ, რომ შესაძლოა მინიმალური ხელფასის დაწესებამ არალეგალური დასაქმების ზრდა გამოიწვიოს.

მინიმალური ხელფასის დაწესების შემთხვევაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების ზრდაზე საუბრობს ეკონომისტი, სოსო არჩვაძეც. მისივე თქმით,, მინიმალური ხელფასის დაგენის პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში არსებობს, თუმცა შესაბამისი სახელმწიფო სამსახურებით ხდება არალეგალური დასაქმების მართვა.

მინიმალური ხელფასის დაგენის საჭიროებაზე საუბრობენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაშიც და აღნიშნავენ, რომ საქართველოში 130 000 ადამიანს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ საარსებო მინიმუმზე, ანუ 189 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს. მინიმალური ხელფასის გადახედვის საჭიროებას ხედავენ ჯანდაცვის სამინისტროშიც და ამბობენ, რომ ამ მოცემულობის გადახედვა ქვეყანაში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ მომხდარა.

AutoPlay
Apple-მა iPhone-ებისთვის 2020 წელს შესაძლოა, AR-სათვალეები გამოუშვას
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ბრიტანეთში 19 კარატიანი ოქროს საბანკო ბარათი გამოუშვეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
როგორ შეიცვალა საართველოს კონკურენტუნარიანობა - რომელ პოზიციაზე ვართ მსოფლიო რეიტნგშ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ბოლო 4 წელში რკინიგზას ტვირთვის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი პირველად გაეზარდა - Galt&Taggart
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 32 მლნ დოლარით, ერთ წელიწადში კი 247 მლნ დოლარით შემცირდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სავალუტო რეზერვები 94 მლნ დოლარით შემცირდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები